“ჩემი პასუხია გახარიასთან, მაინც ამოგთხრით“- ასე უპასუხა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 ივნისის აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს.” გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციის მსგავსი ფორმა მომავალშიც აუცილებლად აღიკვეთება.