რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკოსებმა სამოქმედო გეგმა დასახეს.
გეგმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობის “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა და “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ გააცნო.
ახალი გეგმის იდეა ასეთია, დემონსტრანტები ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, დაიძვრებიან პარლამენტისკენ და მოემზადებიან პარლამენტის პიკეტირებისთვის.
“კონსტიტუციის ფარგლებში მყოფი არაძალადობრივი აქცია თუ ერთხელ დაშალა, აუცილებლად ისევ დაშლის. მაგრამ თუ დაშლის ეს არ ნიშნავს, რომ აქცია დამთავრდა. მოუწევს ბევრჯერ დაშალოს თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს პირობას, მოუწევს სულ შალოს და შალოს და ამის მეტი საზრუნავი არ ჰქონდეს და სხვა ვერაფერზე იფიქროს,” – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.
გუგავას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის მოაწყობენ.
“ადმინისტრაციული შენობების კანონიერი პიკეტირებები არ არის თვითმიზანი, ეს უნდა განხორციელდეს იმ დღეს, როდესაც პარლამენტი აპირებს მუშაობას. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ასეთი, ადამიანების რესურსიდან, კლიმატიდან გამომდინარე. როდესაც აპირებენ ფორმალურ მოქმედებას, მაშინ გაიმართება აქციები. ჩვენი ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები,” – განმარტა გუგავამ.
დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები რჩება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ისევ გაშალეს.