“საერთაშორისო გამჭირვალო საქათველოს“ აღამასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ფეისბუქზე გუშინდელ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესის შესახებ ფეისბუქზე წერს.
“ვესწრები სასამართლოს პროცესს. გული გისკდება, რომ უყურებ ერთ მხარეს ჩვენი, ყველას თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს….. დიახ თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლებს და მეორე მხარეს. ადამიანები, რომლებიც არ არიან თავისუფლები და უწევთ რუსი ოლიგარქის დავალებების შესრულება. თან მოვიდნენ პროცესზე ეს სამართალდამცავები არც მტკიცებულებები აქვთ და რაც მთავარია არც სჯერათ იმის, რასაც აკეთებენ. ჰოდა, მათი მომავლისთვისაც ვიბრძვით, რომ არასოდეს არავინ არ დაავალოს, რა გააკეთოს, იხელმძღვანელოს კანონით და სჯეროდეს იმის, რასაც აკეთებს. გიგა მაქარაშვილი, მაგარი ბიჭი ხარ შენ !“- წერს ეკა გიგაური.