ამ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოსმენა უნდა გაიმართოს, თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი და მისი ადვოკატები მონაწილეობას არ მიიღებენ.
თეთრი სახლი მოტივად „ფუნდამენტური სამართლიანობის ნაკლებობას“ ასახელებს.
ცნობისთვის, ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის სთხოვდა ჯო ბაიდენის (აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი 2009-17 წლებში, ტრამპის შესაძლო ოპონენტი 2020 წლის არჩევნებში) შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ აღძრული საქმე განეახლებინა, მაგრამ თუ უკრაინის პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.