ოზურგეთის საკრებულოს სხდომამდე ხანგრძლივი ჩხუბი მჟავანაძესა და ღურჯუმელიძეს შორის, სხდომის დაწყებისას იმით გაგრგძელდა, რომ ნაციონალმა დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ განცხადება გააკეთა, სხდომის დატოვების თაობაზე:
_ „ჩვენ, ბატონო დავით, ვტოვებთ საკრებულოს სხდომას,“ _ მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას.
„წინა ბიუროს სხდომაზე მოვედით და ცოცხით შეიარაღებული საკრებულოს დეპუტატი დაგვახვედრეთ. დღეს მოვედი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაგვხვდა. ეს საკრებულო ვინმეს საკუთრებაა, სხდომაა თუ ბარდაგია? ყოფილი ნაციონალები გვეუბნებიან, რატომ ხართ ნაციონალებიო. თუ შეგიძლიათ, გააკონტროლეთ სხდომა, თუ არ გვაქვს უფლება, მოვიდეთ?“ _თქვა ქათამაძემ და დარბაზი მჟავანაძესთან ერთად დატოვა.