სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით და ორგანიზებით რესტორან ,,კოლხში” სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სამტრედიელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სპორტულ სფეროებში მოღვაწე გამორჩეული ადამიანები სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ სამტრედიელებს მაღალკვალიფიციური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, მიულოცეს დამდეგი, 2020 წელი და მომავალში წარმატებები უსურვეს.
წლის ბოლოს დამსახურებული ადამიანების დაჯილდოება სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან დაიწყო და მან ტრადიციული სახე მიიღო.