თბილისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.
მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცნობილმა არტისტებმა ყველასთვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რესპუბლიკის მოედანზე განტავსებულ საახალწლო სოფელში ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტი გაიმართება.