ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ისევ მძიმეა.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, ის რომელიმე სხვა ქვეყნის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
„ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა ევროპის, თურქეთის ან ისრაელის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის“,_ ამბობს კონსტანტინე.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. მას ცივი იარაღით ჭრილობების თავისა და გულ-მკერდის არეში მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში 2 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.