დღეს საქართველოს ქალაქებში საახალწლო ნაძვის ხეები საზეიმო ვითარებაში აანთეს.
მათ შორის, თბილისის მთავარი ნაძვის ხეც განათდა, რომლის შეძენაც მერიას მილიონზე მეტი დაუჯდა.
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში დედაქალაქის ძვირადღირებულ საახალწლო ნაძვის ხეს აკრიტიკებს.
„ამაში გადავიხადეთ მილიონნახევარი? ანუ ამ ნაძვზე ვამბობდი, ნეტა ვინმემ დაწვასთქო?! და ამაზე ვამომბდი, მერმა უკან გაირჭოს ფარშევანგი ისედაცაა და ბარემ კუდიც ექნება თქო?! ბოდიში, მე მაპატიეთ, ეს არავინ დაწვათ და არც არავის გაურჭოთ, ისედაც თავისი გასჭირვებია ამ ხეს…
#ღმერთომეტეორიგვესროლე, ოღონდ ამ ხეს არ გაარტყა, ცოდოა.
პ.ს. ეს გაქუცულობა რაღაის რომანტიზებაა, ნეტაი კი ვიცოდე,“_ წერს პატარაია.