ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს პირველი კომენტარი მისცა.
“სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, რომელზეც თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული. პირველ რიგში, მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია თუ უშიშროება. პირველ რიგში, მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ასევე, მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გვერდზე მედგნენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.“ – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ვაჟა გაფრინდაშვილმა.