27-29 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ჭანუყვაძის სახელობის ტურნირი ჭაბუკებსა და უმცროს ჭაბუკებს შორის.
ასპარეზობაზე ოზურგეთის ნაკრებმა გუნდმა 21 მედალი აიღო _ აქედან 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 13 ბრინჯაო.
ჩემპიონები გახდნენ: ერეკლე თავბერიძე (26 კგ), მწვრთნელები _ ძმები ზურაბიანები, კობა ბალავინოვი); ბაჩო აბაშიძე (38 კგ) მწვრთნელი _ გურამ აბაშიძე.
ოქროს მედლები ასევე აიღეს: ნიკოლოაზ კუტუბიძემ (29კგ), რეზი გუჯაბიძემ (32კგ), ლუკა კილაძემ (35 კგ), მწვრთნელი _ კახაბერ აბაშიძე.