80 წლის ი.ხ, რომელიც მისმა დისშვილმა სახლში, ლოგინში გაგუდული იპოვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთისა და სოფელ მელექედურის საზღვარზე მარტო ცხოვრობდა.
“მარტო ცხოვრობდა. როგორც მეზობლებმა ვიცით, დისშვილები პატრონობდა. ახლაც, ახალი წლის დღეს ესტუმრა და ასეთი საშინელება დატრიალდა. თავად, დისშვილი ყაჩაღობის დროს სახლში არ იმყოფებოდა, მანქანა კი დატოვებული ჰყავდა. უკან რომ დაბრუნდა, საზარელი ამბავი დახვდა. კეთილშობილი და სათნო ადამიანი იყო, რა უნდოდათ, ან ვინ გაიმეტა ასე სასიკვდილოდ, არაფერი ვიცით“, – გვითხრეს გარდაცვლილის მეზობლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოფელ მელექედურში მომხდარი მკვლელობასთან დაკავშიებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განძრახ მკვლელობას.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, საკუთარ სახლში ნაპოვნი იქნება გარდაცვლილი ასაკოვანი ქალი. აქტიურ რეჟიმში მიმდიარეობას საგამოძიებო მოქმედებები.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მკვლელობა მოხდა. ამ წუთებში სოფელში სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა მცხოვრებმა სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, მოკლულია ერთი ადამიანი.
“ქალი სახლში ნახეს გაგუდული. ასევე, სახლის ეზოდან წაყვანილია მანქანა. საშინელება ტრიალებს ჩვენს სოფელში“, – გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.