ტომ კრუზი
პოპულარულლი მსახიობი მობილურს არ იყენებს და ამის მიზეზად მედიაში მის მეცნიერულ ცოდნას ასახელებენ.
ელტონ ჯონი
მუსიკოსი საერთოდ უარყოფითადაა განწყობილი ნებისმიერი სახის ტექნიკის ხშირი გამოყენების მიმართ და იმასაც მიიჩნევს, რომ მსოფლიო უკეთესი იქნებოდა ინტერნეტიც კი რომ არ იყოს, ასე რომ, გასაკვირი არაა რომ მას არც მობილური ტელეფონი აქვს.
კეისი აფლეკი
ცნობილია, რომ მსახიობს პანიკური შიში აქვს ტელეფონის მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მიმართ და კიბოს თავიდან ასარიდებლად ოკეანეშიც კი მოისროლა მობილირი. მოგვიანებით მას მაინც მოუწია მისი შეძენა, თუმცა სისტემატიურად არ იყენებს.
სარა ჯესიკა პარკერი
მსახიობმა გადაწყვიტა მობილურსა და იმეილს შორის არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შეეჩერებინა, მომხიბლავი ქალბატონი სწორედ იმეილით ეკონტაქტება ყველას და ამით ძალიან კმაყოფილია.
ტაირა ბენკსი
ამერიკელმა ტოპ-მოდელმა აღიარა, რომ მობილურზე დამოკიდებულებამ მას ფიზიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეუქმნა და ამიტომ გაურბის მის მოხმარებას.