“თეირანი არასდროს მოელაპარაკება აშშ-ს ზეწოლის ქვეშ”,_ აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, რუჰანმა გააკეთა.
„ირანი არ აპირებს მოლაპარაკებას ამერიკასთან ზეწოლის ქვეშ და სუსტი პოზიციიდან. ამერიკის მაქსიმალური ზეწოლა განწირულია მარცხისკენ“,_ განაცხადა რუჰანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სიმშვიდისა და სტაბილური უსაფრთხოების შენარჩუნება შუა აღმოსავლეთის რეგიონში და სპარსეთის ყურეში ირანის დახმარების გარეშე შეუძლებელია.