ხანძარი თბილისში. ცეცხლი ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე ხევში გაჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ჩააქრეს და დგინდება დამწვარი ფართობის რაოდენობა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები.