“ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი”_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო მერაბიშვილის შესახებ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა.
როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება.