ტოკიოში ზაფხულში გასამართი ოლიმპიადისთვის მოხალისეების ტრენინგი გადაიდო.
როგორც REUTERS იუწყება, ტრენინგის გადადება კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.
ორგანიზატორების თქმით, ტრენინგების გადადება ხელს არ შეუშლის სხვა სამზადისს და ოლიმპიადის გაუქმებას არ გეგმავენ.