მექსიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ლათინურ ამერიკაში ბრაზილიის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, პაციენტს კორონავირუსი ჯერ კიდევ დილით დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი ტესტი ჩაატარეს.
კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ბელარუსში, ლიეტუვაში, ახალი ზელანდიაში, ნიგერიასა და აზერბაიჯანში.
ამ ეტაპისთვის კორონავირუსი 84 ათასამდე ადამიანს აღმოაჩნდა, ვირუსის შედეგად კი სამი ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.