პოლიციამ თბილისში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1 პირი დააკავა, ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით კი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.ე.-ა.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ე.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1992 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,_ ამბობენ უწყებაში.