“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჩინეთის 14 მოქალაქეს, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩინეთიდან დუბაის გავლით ჩამოვიდნენ საკარანტინო პერიოდი დაუსრულდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას თქმით, ისინი ჯანმრთელები არიან და უკვე შეუდგნენ მუშაობას.
“ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანები აღმოჩდნენ. სრულად დაიცვეს ჩვენი მითითებები და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ ორი კვირა. მათ არ ჩამოსვლამდე და არც ჩამოსვლის შემდეგ ვირუსი არ ჰქონიათ,“ – გვითხრა არჩილ მჟავიამ.
ინფორმაციისთვის ჩინეთის მოქალაქეები ლანჩხუთის ავტობანის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები. ისინი გურიაში 23 თებერვალს ჩამოვიდნენ.