ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირების მაქსიმალური ვადა 11 მარტია.
„შეთანხმება არის მიღწეული 120/30-თან დაკავშირებით. ეს არის მოდელი, რომელზეც შედგა შეთანხმება, თავისი დეტალებით და ნიუანსებით. რაც შეეხება პროცედურულ მხარეს, ოთხშაბათამდე გვაქვს ვადა, იმისთვის რომ დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. მანამდე მომზადდება კანონპროექტი და მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში“, _ განაცხადა კობახიძემ.