იოჰან სებასტიან ბახმა, მის სანახავად მისულ მოწაფეს, მოასმენინა თავისი ერთ-ერთი პრელუდია ორგანზე შესრულებით.
მოწაფე აღტაცებას გამოთქვამდა მაესტროს ბრწყინვალე დაკვრის გამო.
ბახმა შეაჩერა იგი და უთხრა:
– ამაში არაფერია გასაკვირი, საჭიროა მხოლოდ დროულად დააჭიროთ სათანადო კლავიშებს თითი, ხოლო დანარჩენს ყველაფერს თვითონ ორგანი გააკეთებს.