ოზურგეთში მცხოვრებმა სოფო კალანდაძემ გადაწყვიტა, რომ პირბადეები შეეკერა და უფასოდ გადაეცა იმისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
“მოგესალმებით მეგობრებო, ვისაც გესაჭიროებათ პირბადე და ვერ პოულობთ !
უფასოდ გთავაზობთ ხელნაკეთ პირბადეებს ! ამ ეტაპზე დამზადებული მაქვს 65 ცალი. მსურველები შემეხმიანეთ.
მე ისევ ვამზადებ თქვენთვის! P.S. პროფესიონალი მკერავი არ ვარ და მცირე ხარვეზებზე ნუ გამინაწყენდებით ! ❤
ვისაც შეგიძლიათ კერვა, გთხოვთ შემომიერთდეთ !“- წერს სოციალურ ქსელში სოფო კალანდაძე,
ჟურნალისტი ქეთი დოლიძე ფეისბუქზე წერს, რომ მისმა დამ, ნატალია დოლიძემ ესპანელ ექიმებს პირბადეები შეუკერა და უსასყიდლოდ გადასცა.
“ჩემი და მირეკავს ესპანეთიდან ნიღბები შევკერე ექიმებისთვის საჩუქრად და პოლიციას უნდა გავატანო საავადმყოფოშიო.Natalia Dolidze ❤️ ყველგან მაგარი გოგო მყავხარ. ასეთი კარგები ვართ გურულები,“_ წერს სოციალურ ქსელში ქეთი დოლიძე.