ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს.
საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.