საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, ასევე ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.
„საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებული არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშუალებებით“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.