საინფორმაციო სააგენტო Reuters -ის ინფორმაციით, ესპანეთის ვიცე-პრემიერს, კარმენ კალვოს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერის პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა, ოთხშაბათს ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა COVD19 – ით ინფიცირება დაადგინა.
როგორც ესპანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, კარმენ კალვო თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას გადის.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 47 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 3434 ადამიანი კი გარდაიცვალა.