სამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება, ავტომობილებით გადაადგილებას კი პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი.
დადგება დამატებითი ბლოკპოსტები რეგიონის მუნიციალიტეტების შესასვლელებში. რაც ნიშნავს, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას.
მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი პირის ყოფნაა დასაშვები ანუ მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.
ამავდროულად პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ეს წესი იყოს დაცული“,_ განაცხადა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ გაკონტროლდება სხვა წესების დაცვაც, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება.
პრემიერის პრესსიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდატის საათის შემოღება.