სამტრედიაში დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთში, კერძოდ, ქუთაისში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი შემთხვევა დადასტურდა.
,,გურია ნიუსი” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს.
გოჩა გიორგიძემ საზოგადოებაში გავრცებული ინფორმაცია არ დაადასტურა და მას ჭორი უწოდა:
,,დიახ, დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში ნამდვილად ჩატარდა 16 ლაბორატორიული კვლევა, ახალ ინფიცირებულებზე ინფორმაცია არასწორია, ყველა, ანუ 16-ვე პასუხი უარყოფითია კორონავირუსზე.”