სამხრეთ ლიბანში შიიტური დაჯგუფების ,,ჰეზბოლას” ერთ-ერთი ლიდერი, მუჰამედ ალი იუნესი, მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ,, Times of Israel” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მუჰამედ ალი იუნესის ცხედარი სოფელ ჯებჩიტში მის ავტომანქანაში იპოვეს. როგოეც გამოცემა წერა, ცხედარს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა თუ არა ეაჭვმიტქნილი ირანელი მედიის ცნობით კი ჰეზბოლას ლიდერი მისი მანქანიდან გადმოიყვანეს ნაბატიეს მახლობლად მდებარე გზაზე დახვრიტეს. ლობიური მედია წერს, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ ეჭვმიტანილის ვინაობას საჯაროდ არ ასახელებენ. როგორც მედიაში ვრცელდება, სავარაუდოდ მკვლელობის მიზანი უკავშირდებოდა იონესის პოზიციას ჰეზბოლში. იონესი იყო ირანის ელიტური ძალების მეთაური, ქასემ სოლიმანის თანამებრძოლი.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved