დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, ბორის ჯონსონმა ღამე კლინიკაში გაატარა და ახლაც იქ რჩება. პრემიერს კორონავირუსი 10 დღის წინ დაუდასტურდა და იზოლაციაში იმყოფებოდა.