ტრიპოლის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქთან ახლოს ლიბიის სატვირთო თვითმფრინავს დაარტყეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ლიბიის ეროვნული არმიის განცხადებით, შემთხვევა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც ლიბიის ეროვნული არმია აცხადებს, თვითმფრინავს კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო დახმარება გადაჰქონდა.