მოსკოვში, მართლმადიდებელი ეკლესიის 3 სასულიერო პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სასულიერო პირები მოსკოვის ეპარქიის, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მღვდლები _ პეტრე ნიკოლ რიჯკოვი, პიტერ ვიქტორ ვოლკოვი და ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელი გეორგი დეხტიაევი არიან.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კიდევ 2 სასულიერო პირს აღენიშნება, მაგრამ მათი ტესტის პასუხები ჯერ უცნობია.
სასულიერო პირები თვითიზოლაციში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია ბოლო მონაცემებით, რუსეთში COVID-19-ით 5 389 ადამიანი დაინფცირდა, 45 ადამიანი კი გარდაიცვალა.