“მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, _ აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლის მისამართით გააკეთა. იმნაძე სთხოვს მორწმუნეებს, ნუ მივლენ ეკლესიაში და თითოეულმა მორწმუნემ სახლში ილოცოს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გამომცემლობა “ტაბულამ” ჰკითხა, განიხილება თუ არა დამატებითი რეკომენდაციების შემუშავება იმ ექიმებისთვის, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას დაესწრებიან და რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, რაზედაც იმნაძემ უპასუხა:
“მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელთმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება. იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.