ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა სკოლებზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ ჩხენკელმა პროექტ „ტელესკოლაზე“ გაამახვილა ყურადღება, რომელსაც განათლების სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ახორციელებს.
„ეს პროექტი ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგანაც ის ყველასთვის განკუთვნილია. განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა მოსწავლეებს წვდომა ინტერნეტთან“, – განაცხადა მინისტრმა.