ხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავადიდა და ამობრუნდა.
დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.
ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.