როდესაც პაციენტს გამოხატული აქვს კლინიკური სურათი. კერძოდ, ცხელება, პნევმონია, მშრალი ხველა ან კონტაქტი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან და დაეწყო სიმპტომები, ამ შემთხვევაში ის ინფექციურ საავადმყოფოში მოჰყავთ, _ ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, იმ შეთხვევაში, თუ ნაკლები ალბათობაა, რომ პაციენტი კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული, მაგრამ აქვს ცხელება, ის ცხელების ცენტრში მიჰყავთ.
„ამ ცენტრებში ხდება პაციენტების გამოკვლევა და პასუხების მიხედვით მათი შესაბამის კლინიკებში გადანაწილება. თუ ადამიანს ჯანმრთელობის ჩივილები აქვს და ეს ჩივილები 12-24 არ ალაგდება, მან ცხელ ხაზს უნდა მიმართოს და ექიმს დაუკავშირდეს. ექიმი მას მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანს და მის ჯანმღტელობას გააკონტროლებს. თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ის პაციენტს გადაამისამართებს ან ცხელების ცენტრში ან ინფექციურ საავადმყოფოში და ა.შ.“- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.