რა პრეპარატი როდის უნდა დავნიშნოთ, ეს არის წმინდა სამედიცინო საკითხი და მგონია, რომ ექიმებს უნდა მივანდოთ ეს და დაველოდოთ მკურნალობის შედეგებს, _ ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძემ ჰანაცხადა. გოფოძის თქმით, უსიმპტომო პაციენტებში პლაქველინი არ გამოიყენება.
“რამდენიმე პრეპარატზე საუბარია, რომ ჩვენთან შემოვა და ჩვენც დავიწყებთ მის გამოყენებას. ეს პრეპარატები იხმარება ჩვენების მიხედვით, და არა – სიმპტომების. თუ რა სახის პნევმონია აქვს, როგორ მიდის დაავადება ა. შ. ამის შემდგომ მიდის პრეპარატების შერჩევა. სხვადასხვა სირთულის პნევმონიის გამოვლინების შემთხვევაში, სხვადასხვა პრეპარატების კომბინაციები ინიშნება. ასე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენ, რა პრეპარატი როდის უნდა დავნიშნოთ, ეს არის წმინდა სამედიცინო საკითხი და მგონია, რომ ექიმებს უნდა მივანდოთ ეს და დაველოდოთ მკურნალობის შედეგებს. ჯერჯერობით მკურნალობის შედეგები კარგია. უსიმპტომო პაციენტებს პლაქველინით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ.
ეს დაავადება არის შემეცნების პროცესში. ეს არ არის დაავადება, რომელიც დიდი ხანია ვიცით. ჩვენ ახლა ვართ დაავადების მკურნალობის შემეცნების პროცესში. ბუნებრივია, პროტოკოლებიც შეიძლება შეიცვალოს, დამოკიდებულებაც მედიკამენტებიც, მუდმივ ძიებაში ვართ. ამიტომაა, რომ ეს პროტოკოლები იცვლება სხვადასხვა მედიკამენტები ერთვება, ზოგიერთი მედიკამენტი საერთოდ ვარდება, როდესაც მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ის არაფექტურია. ძნელია ახლა ვისაუბროთ მყარ პრინციპებზე, რომლითაც ვმკურნალობთ კოვიდინფექციას იმიტომ, რომ ამ ინფექციას ჩვენ ახლა ვსწავლობთ. პერიოდი დეკემბრიდან დღემდე, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ისეთი ინფექცია, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა და თავდაყირა დააყენა. ამას დრო დასჭირდება. კარგი პროგნოზით, მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე, ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელიწადში იქნება, ბედნიერები ვიქნებით, – განაცხადა ლევან გოფოძემ.