“შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მომავალ კვირებში საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს.
“მომავალი 2-3 კვირა საქართველო იქნება ვირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები. ჩვენი სლოგანი უცვლელი რჩება _ დარჩით სახლში, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა და გადავარჩინოთ საქართველო მასობრივ პანდემიას”, _ განაცხადა გამყრელიძემ.