ევროკავშირი მზადაა უკრაინას ჩერნობილში მძვინვარე ხანძრის ჩაქრობაში დაეხმაროს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბელგიაში უკრაინის ელჩმა, უკრაინის წარმომადგენელმა ევროკავშირში და ატომური ენერგიის ევროპულ საზოგადოებაში, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა.
„ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინას. ევროკავშირის კომისარმა კრიზისულ მენეჯმენტში, ჯეინზ ლენარჩიჩმა დამარწმუნა, რომ ევროკავშირი მზადაა უზრუნველყოს ყოველგვარი დახმარებით უკრაია ჩერნობილში ხანძრის ჩასაქრობად“_ წერს ტოჩიცკი.
ჩერნობილში, ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, 14 აპრილს ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს, თუმცა, 16 აპრილს ხანძარი თავიდან გაჩნდა.
დღეის მდგომარეობით, მეხანძრე-მაშველები ჩერნობილის ზონაში ცეცხლის სამ კერას ებრძვიან.
ხანძრის ჩაქრობას 1 300-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს, ჩართულია 299 მოწყობილობა და 3 ვერტმფრენი.