საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე ვრცელდება.
ამავე გვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა- 408, მათ შორის გამოჯანმრთელებული- 97, გარდაცვლილი – 4.
კარანტინის რეჟიმში – 5015 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქეა.