ბერას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„აღდგომა არ მიულოციათ, ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი სამძიმარი არ უთქვამთ, ამდენი ბიზნესი დაიხურა და არც შეუმჩნევიათ, ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და დახმარება კი არა ნუგეში არ უთქვამთ, ამდენი ბავშვი დაიმშა და ერთი თეთრით არ დახმარებიან და რა უხარიათ
ვინმემ შეიძლება მისაყვედუროს, მამა-შვილია და რასაც უნდათ თავის ოჯახში იმას გადაიღებენ და დადებენო!
არა ბატონებო! ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტრირება.
უმუშევრად და სრულიად უიმედოდ, ჩვენს თანამემამულეთა სასოწარკვეთილი უმრავლესობა, სახლებშია გამოკეტილი იმის შიშით, შვილებს რა აჭამონ და ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს. ოჯახი, რომელიც ბოლო 8 წელია თავის ხოშზე და კაპრიზებზე მართავს ჩვენ სიმწრით ნაშენებ გაუბედურებულ ქვეყანას. ამას არ ჰქვია სახელმწიფო. ამას ჰქვია ოლიგარქია ყველაზე დამცინავი, შეურაცხმყოფელი ფორმით! ფიქრობენ ალბათ, რაც მეტად გაღარიბდება ხალხი, მით უფრო ადვილად ვიყიდით ხალხის სულებსაც და მომავალსაც! მე პირადად ამას არ დავუშვებ!
საქართველოში მალე გათენდება! წყვდიადი დამარცხდება!
ჯანმრთელობას და სულ მცირედ გამძლეობას გისურვებთ“,_ წერს სააკაშვილი.