გერმანიაში მოიწონეს СOVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური გამოცდა _ ამის შესახებ პაულ ერლიხის სახელობის ინსტიტუტში განაცხადეს.
მეცნიერების თქმით, პოტენციური ვაქცინის ადამიანზე გამოცდა უმნიშვნელოვანესი ეტაპია კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.
კლინიკური გამოცდის პირველ ეტაპში მონაწილეობას მიიღებს 200 მოხალისე, რომლებიც რამდენიმე ხნით დაკვირვების ქვეშ იქნებიან, რის შემდეგაც დაიწყება მეორე ეტაპი.