ბრაზილიის ქალაქ მანაუსში, რომელიც დასავლეთ ამაზონის დედაქალაქია, კორონავირუსით გარდაცვლილთა დასაკრძალად ექსკავატორებით, მასობრივ სასაფლაობს თხრიან და ყოველდღე ასობით კუბოებით ივსება, ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქალაქის მერის, ვირჯილიო ნეტოს ოფისის განცხადებით, კორონავირუსის გამო, მანასუსში ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანის დაკრძალვა ხდება, მანამდე კი დღეში დაახლოებით 30 ადამიანი იღუპებოდა.
,,ამ ზომების მიღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კორონავირუსით დაღუპული ადამიანების დაკრძალვა წესების დაცვით განხორციელებულიყო. ქალაქის სამედიცინო სისტემა პაციენტების მომსახურეობას ვეღარ ახერხებს და ადამიანები სახლებში იღუპებიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ვართ, ფედერალური მთავრობისგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია,“_აცხადებს ვირჯილიო ნეტო.
ამან აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად ბრაზილიაშიც მიცვალებულებს პირადი ნომერი და საინდეფიკაციო ნიშნები ენიჭება.
ბრაზილიაში, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 43 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, 2 761 ადამიანი კი გარდაიცვალა