დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მოქალაქეების “ზედმეტი დაზაფვრა” მოუწია.
“აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო, ძალიან ვწუხვარ, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე”,_ განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე პაატა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს”.