BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალია დიდი 20-იანის წევრ ქვეყნებს, სველ ბაზრებზე მოქმედებისკენ მოუწოდებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანა ჯერ არ ითხოვს მათ აკრძალვას, მაგრამ ამბობს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს მსგავსი ბაზრების ეტაპობრივად შემცირება.
სველი ბაზრები არის ბაზრები, სადაც იყიდება ახალი ხორცი და თევზეული.
თუმცა ზოგიერთ სველ ბაზარში, ისევე როგორც უხანში, იყიდება სხვადასხვა ველური ცხოველი, როგორიცაა მელა, მგლის ლეკვები, კუები და ქვეწარმავლები.