სამტრედიის ცხელების ზონაში 6-ვე ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. კოვიდ-19-ის ინფექციაზე გამოსაკვლევად ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიის ქუთაისის ფილიალში სამტრედიიდან გუშინ დილით გადაიგზავნა.
დაგვიანებულ პასუხებს ექიმი-ინფექციონისტი, მანანა შენგელია ,,გურია ნიუსთან” საუბარში შემდეგ ახსნას უკეთებს:
,,გუშინ საღამოსთვის ველოდებოდით პასუხებს, მაგრამ დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ვერ მოხერხდა მიღება. მიზეზი ის არის, რომ იმერეთის ლაბორატორიაში დიდი რაოდენობით არის შესული სხვადასხვა ცხელების ზონებიდან ნიმუშები. თუმცა ღირდა ლოდინად, ექვსივე უარყოფითია.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, სამტრედიის ცხელების ზონიდან ამ წუთებში ვაგზავნით 6 ნიმუშს, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია, ქალბატონი, რომელიც ლაბორატორიას ემსახურება და ნიმუშები მიაქვს ქუთაისში და 5 ახალი პაციენტი. პასუხები, სავარაუდოდ, ხვალისთვის გვეცოდინება.”