ლიბანში აქციის მონაწილეებმა კომერციულ ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ Haertz იუწყება.
პროტესტანტებმა უსაფრთხოების ძალებს ქვები ესროლეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არეულობას ერთი დემონსტრანტი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანში ინფლაციამ მოიმატა და უმუშევართა რიცხვი გაიზარდა.
ქვეყანა ოქტომბრიდან ღრმა ფინანსური კრიზისის წინაშეა.
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ეკონომიკა კიდევ უფრო გააუარესა.
პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ძალადობისგან თავის შეკავებას ურჩევს.