ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა, strana.ua-სთან გამოთქვა საკუთარი მოსაზრება სააკაშვილის უკრაინაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტზე დანიშვნის შესახებ.
ტრუხანოვის თქმით, სააკაშვილის ამოცანა იქნება იმ რეგიონების ხელმძღვანელების მოთოკვა, რომლებიც ბედავენ, არ დაეთანხმონ ოფიციალურ კიევს:
„ხელისუფლებამ ყველას უნდა აგრძნობინოს ძალა, ძალა კი მათთვის ერთია _ სამართალდამცავი მანქანა და რეპრესიების მანქანა. ანტიკორუფციული სისტემა რაღაცას აკეთებს, გამომძიებლები რაღაცას იძიებენ, პროკურატურაც რაღაცას…
“წარმოიდგინეთ ძაღლი, რომელსაც ერთი კვირაა კოკაინი არ უყნოსია” _ ასე დასცინოდა ზელენსკი სააკაშვილს |
არ არსებობს ლიდერი, რომელიც ყველაფერს ამას ორგანიზებას გაუკეთებს და „მოთიბავს“ ამ დაუმორჩილებელ მერებს. ამიტომ „გამოაძვრეს“ სააკაშვილი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს“, _ ამბობს ტრუხანოვი და დასძენს, რომ რეფორმების მდივნის პოსტი სააკაშვილისთვის მოიგონეს და სუფთა ფორმალობაა:
„რისი რეფორმა უნდა გააკეთოს მან? არაფრის. რეფორმების სახელით დაიწყებს ბრძოლას ურჩი რეგიონების წინააღმდეგ და მისი გუნდი, რომელსაც, ასევე დასაკარგი არაფერი აქვს, წავა ხარკოვში, ოდესაში, დნეპრში… სადაც ეტყვიან, იქ, წავლენ“.
ტრუხანოვის აზრით, ქართველ სტუმარს იმიტომ დაუძახეს, რომ უკრაინაში ვერავინ ნახეს, ვინც ამას გააკეთებდა:
„მათ ხომ აქ ვიღაცას თვალებში უნდა ჩახედონ? ეს ჩვენი ქვეყნაა! სააკაშვილი კი რა?! დღეს აქ მოაწყობს ფესტივალს, ხვალ კიდევ სხვაგან დანიშნავენ“.
„დამიჯერეთ, სააკაშვილი ძალიან ნიჭიერია. ის ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. მე ვიცი, ვინაა მისი გარემოცვა და სად არის იგი. და ისიც ვიცი, ვინ უნდა ამ ყველაფრის გაკეთება სხვისი ხელით“, _ დასძინა ტრუხანოვმა.