დედამიწიდან 1000 სინათლის წელიწადის დაშორებით შავი ხვრელი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, HR 6819 სისტემაში ნაპოვნი ობიექტი ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან და უჩვეულოდ ბნელია.
სისტემა ტელესკოპის საშუალებით ჩანს, როგორც ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, მაგრამ გამოვლინდა, რომ ორი ვარსკვლავია.
ახლა ექსპერტები ამბობენ, რომ კიდევ უფრო გაანალიზეს მონაცემები და მათი გათვლებით, შავი ხვრელი, ოთხჯერ უფრო დიდია ჩვენს მზეზე.
როგორც ცნობილია, შავი ხვრელი წარმოიქმნება მასიური ვარსკვლავის გრავიტაციული ჩამონგრევისგან.
მეცნიერების თქმით, სხვა, აქამდე აღმოჩენილ შავ ხვრელებს ჰყავთ თანამგზავრი ვარსკვლავი, რომელიც მათ გაზით კვებავს.
ევროპის სამხრეთის ობსერვატორიის ასტრონომიისა და აღმოჩენის თანაავტორის, დიტრიხ ბაედის თქმით, ეს ვარსკვლავი არ არის ისეთი მასიური, რომელიც კარგავს ბევრ გაზს, ამიტომ შავი ხვრელი შიმშილს განიცდის და თანთან უფრო შავდება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღმოჩენა ნიშნავს ახალ პოტენციურ საშუალებას, რომ გალაქტიკაში კიდევ ბევრ სისტემას აღმოაჩენენ, რომელსაც შავი ხვრელის ველი ექნება.