სტომატოლოგიურ მომსახურებაზე შესაძლოა ფასები გაიზარდოს. ამის შესახებ განცხადება სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა გააკეთა.
ალხანიშვილის განცხადებით, პანდემიის პერიოდში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია ჰიგიენური საშუალებების ფასები.
„გავლენას ფასზე სავარაუდოდ მოახდენს, ვინაიდან ზოგადად ინფლაციის დონეც გასათვალისწინებელია და ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ფასმა მოიმატა და ეს საშუალებები ჩვენ ძალიან ბევრი გვჭირდება.
შესაბამისად, ფასნამატი იქნება, მაგრამ არა დრამატული და ძალიან მნიშვნელოვანი. მანიპულაციების შესაბამისად, არის მაღალი რისკის შემცველი მანიპულაციები, სადაც უფრო მაღალი დაცვის საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და დაბალი რისკის მანიპულაციები, სადაც სხვა საშუალებებს ვიყენებთ, რომელსაც დანახარჯი ნაკლები აქვს“, – აღნიშნა ზურაბ ალხანიშვილმა.
წყარო:1tv.ge